ნინოწმინდაში ეროვნული სამზარეულოს ფესტივალი ჩატარდა / ვიდეო

ნინოწმინდაში ეროვნული სამზარეულოს ფესტივალი ჩატარდა / ვიდეო

27 ოქტომბერს ნინოწმინდის კულტურის ცენტრმა “სომხური ქართული და რუსული ეროვნული სამზარეულოს”ფესტივალი ჩაატარა.

ფესტივალს ესწრებოდნენ ქალაქ ნინოწმინდის 3 სკოლის, სოფელ ეშტიას 1 და N
2 სკოლების თანამშრომლები, სოფელ გორელოვკის 2 სკოლები, გაერთიანებული საბავშვო ბაღების კოლექტივი, მერიის სამი განყოფილების კოლექტივი, ბიბლიოთეკის თანამშრომლები და აზა გოგორიანი.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის კერძი, სალათი, ქართული, სომხური და რუსული სამზარეულოს ნამცხვრები. პომიდვრის, ბულგარული წიწაკისა და ბადრიჯნის დოლმა; კომბოსტოსა და ყურძნის ფოთლის დოლმა, პასუც დოლმა, არისა, ჰაპამა, საცივი, ხინკალი, ბლინები და მრავალი სხვა.

ამავე დროს, კულტურის ცენტრის ფოიეში გაიმართა ადგილობრივი ფოტოგრაფიის მოყვარულთა ნახატების გამოფენა. ფოტოებზე აღბეჭდილია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობები და ბუნება. სტუმრებს შეეძლოთ დააგემოვნებინათ კერძები და აღფრთოვანებულიყვნენ ლამაზი ფოტოებით.

ფესტივალი კულტურის ცენტრის ანსამბლმა საცეკვაო ნომრებით დაამშვენა.

ეროვნული სამზარეულო კულტურის განუყოფელი ნაწილია. ღონისძიების მიზანია ეროვნული ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების ჩვენება, იმის ჩვენება, რომ სომეხი, ქართველი და რუსი ხალხები ყოველთვის ცხოვრობდნენ და ამდიდრებდნენ ერთმანეთს თავიანთი კულტურითა და ტრადიციით.

ფესტივალი ნინოწმინდის მერიის გენდერისა და ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება.

ღონისძიების დასასრულს ფესტივალისა და გამოფენის ყველა მონაწილეს საჩუქრები გადაეცა.