ნინოწმინდის ცენტრალურ ქუჩებზე ღრმა ორმოებია, რაც მანქანებს გადაადგილებაში ხელს უშლის.
ქალაქ ნინოწმინდაში ქუჩების მოასფალტება ყოველწლიურად იზრდება, თუმცა ამავე დროს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ჩნდება ახალი ორმოები, რაც ხელს უშლის ავტომანქანების გადაადგილებას.
რადიო NOR-ი მუნიციპალიტეტს აცნობებს ამ პრობლემის შესახებ არც პირველად და არც მეორედ.
განსაკუთრებით ღრმა ორმოები შეინიშნება თავისუფლების, სპანდარიანის, ტერიანის, პუშკინის ქუჩებზე.
მოსახლეობის თქმით: “ორმოების შესაკეთებლად ბევრი ფული არ სჭირდებათ. შეიძლება სწრაფად მოაწყონ ეს ყველაფერი და ერთდროულად მოაგვაროთ პრობლემა. ბევრი მანქანა ზინდება ამ გზებზე, დღეს თუ შეაკეთებ მანქანას, ხვალ ისევ შესაკეთებელი გახდება.”
შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის ქუჩებსა და მუნიციპალიტეტის სოფლების მიმართულებით დაგებულ გზებზე ორმოების შეკეთებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელს 300 000 ლარია გათვალისწინებული. 5 აპრილს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურმა ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი 26 აპრილს, 14:00 საათზე დასრულდება.
ქალაქის ქუჩებზე ორმოების ფოტოები:
ტერიანის ქუჩა
თავისუფლების ქუჩა
სპანდარიანის ქუჩა