ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანულ-ქართულ-თურქული სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე შენდება. ამ დროისთვის მიმდინარეობს მუშაობა ელექტრო სადენების გასაყვანად.
სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია “ატიეფი”ახორციელებს.
მენეჯერმა რადიო NOR-თან საუბარში თქვა: “სატვირთო მატარებელი მუშაობს, ამ დროისთვის ის ელექტრო სამუშაოებს ასრულებს. რკინიგზის გვერდით გათხრილი ხაზი ჩვენ არ გვეკუთვნის და ვერ ვიტყვი, რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს, სავარაუდოდ, ინტერნეტთან დაკავშირებული მავთული იდება. ნინოწმინდასთან ვამთავრებთ სამუშაოებს, შემდეგ გადავალთ სხვა ადგილებზე.”
დამატებითი ინფორმაციისთვია ჩვენს აუდიოჩანაწერში:
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი 2017 წელს გაიხსნა. სარკინიგზო ხაზი აკავშირებს აზიისა და ევროპის სარკინიგზო ქსელებს. ეს არის უმოკლესი მარშრუტი არა მხოლოდ სამ ქვეყანას შორის, არამედ აზიასა და ევროპას შორის. BTK საშუალებას აძლევც შემცირდეს ტვირთის გადაზიდვაზე დახარჯული დრო 2-ჯერ. რკინიგზა ხელს უწყობს ცენტრალური აზიის ქვეყნების ევროპულ და მსოფლიო ბაზრებზე წვდომას: თურქმენეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და ავღანეთი.
ხაზის 504 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლის საერთო სიგრძე 846 კმ-ია, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოდის. საქართველოს გავლით 263 კილომეტრი სარკინიგზო ხაზი გადის. 79 კილომეტრი გზა მდებარეობს თურქეთის ტერიტორიაზე. პირველ ეტაპზე დაგეგმილია 5 მილიონი ტონა ტვირთის ტრანსპორტირება ამ გზის გასწვრივ, შემდეგ ეტაპზე – 17 მილიონი ტონა, ხოლო ამის შემდეგ – კიდევ უფრო მეტი.