სოფელ ყულალისში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სანიაღვრე არხი მოიწყო. მოსახლეობის თქმით, ეს არხი საჭირო იყო სოფლისთვის, რადგან დიდი გუბეები იქმნებოდა.
სანიაღვრე არხის მოწყობა ხდება ანაკრები სანიაღვრე ღარებით. ღარის კედლის სისქეა 10სმ, შიდა ზომები 40X40X150სმ. სანიაღვრე არხი
ეწყობა სიგრძით 106,5 მეტრი (71 ცალი). ღარებს გაუკეთდა ქვიშა-ხრეშოვანი მასალის საგები, სისქით 10სმ. ღარის გვერდებზე მიეყრება
გამომუშავებული გრუნტი. პროექტით გათვალისწინებულის ღარზე გადასასვლელი ორი ცალი (თითოეული 6,0მ სიგრძის) ფოლადის ცხაურის მოწყობა ეზოებში შესასვლელებთან.
მოსახლეობა აღნიშნავს, რომ სანამ აშენდებოდა არხი და ჩატარდებოდა გზის მოასფალტების სამუშაოები, გზა საშინელ მდგომარეობაში იყო: “გუბეები იყო და მერე ზამთარში იყინებოდა, ზოგი ხელს მოიტეხავდა ხოლმე, ზოგი ფეხს. ხანდახან მიცვალებულიც კი ვერ მოჰყავდათ. კარგი იქნება, თუ სხვა გზებსაც გააკეთებდნენ. გვპირდებიან ყოველ წელს, თუმცა უშედეგოდ.”
იმის გასარკვევად, თუ რამდენად საჭირო იყო ეს სამუშაოები და რა აზრი გააჩნია მოსახლეობას, ჩვენ ვეწვიეთ სოფელ ყულალისს. ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში:
შეგახსენებთ, რომ სოფელ ყულალისში სამუშაოების ჩასატარებლად, 13.07.2023 გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი (ტენდერის ნომერი: NAT230014413).
გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 41 527 ლარს. ტენდერი მოიგო “ინდივიდუალური მეწარმე ვახტანგი ხმალაძე”, ჯერ 40 418 ლარის, შემდეგ კი საბოლოოდ 34 999 ლარის შემოთავაზებით.
ტენდერით გათვალისწინებულია სამუშაოები არა მხოლოდ ყულალისში, არამედ სოფელ ჯიგრაშენში და პარატა ხორენიაში.
სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად:
1. სოფ. ყულალისი – სანიაღვრე არხების მოწყობა – 15 820 ლარი;
2. სოფ. პატარა ხორენია – სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია – 9887 ლარი;
3. სოფ. ჯიგრშენი – სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია – 15820 ლარი.
სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 კვირა.