მუშაობის სრული რეჟიმით და კვებით უზრუნველყოფილი საბავშვო ბაღების რაოდენობა გაიზრდება

მუშაობის სრული რეჟიმით და კვებით უზრუნველყოფილი საბავშვო ბაღების რაოდენობა გაიზრდება

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ოთხ საბავშვო ბაღში რემონტი დაიწყო.

სარემონტო სამუშაოები უკვე ერთი კვირაა დაიწყო. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ოთხი საბავშვო ბაღის შეკეთებისთვის 143 111 ლარი გამოიყო.

ამ თანხის 95% რეგიონული ფონდიდან გამოიყო, ხოლო 5% – მერიის ბიუჯეტიდან. გარემონდტება შემდეგი სოფლების საბავშვო ბაღები: განძა, დ.არაქალი და დ. გონდურა.

ამ სამუშაოებზე ტენდერი სამჯერ გამოცხადდა, მაგრამ ტენდერები არ შედგა, რადგან არავინ მიიღო მონაწილეობა. ამის შემდეგ მერიამ ინდივიდუალურ მეწარმე სერგო ქსპოიანთან პირდაპირი კონტრაქტი გააფორმა.

ბაღებში გარემონტდება ოთახი სამზარეულოსთვის. სერგოს თქმით, განხორციელდება სივრცის რემონტი, დამონტაჟდება კარ-ფანჯრები. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

კითხვაზე, რატომ შეირჩა ეს საბავშვო ბაღები, გაერთიანებული საბავშვო ბაღების დირექტორმა ამალია მღდესიანმა აღნიშნა, რომ ის საბავშვო ბაღებია შერჩეული, სადაც ბევრი ბავშვია. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ამალია მღდესიანის თქმით, ისინი სამზარეულოს ტექნიკის შესაძენად ტენდერს გამოაცხადებენ. მას შემდეგ, რაც ამ ოთხ საბავშვო ბაღში იქნება სამზარეულო, საბავშვო ბაღები სრული მუშაობის რეჟიმში გადავლენ და იქნება კვებაც.

ამჟამად, არსებული 14 საბავშვო ბაღიდან, მხოლოდ ორ საბავშვო ბაღს აქვს სამჯერადი კვება.

სულ მუნიციპალიტეტში 14 მოქმედი საბავშვო ბაღია, აქედან 2 ქალაქშია, დანარჩენი სოფლებში. 2023 წელს დაგეგმილია კიდევ 3 საბავშვო ბაღის გახსნა სოფლ კულალისში, ფარავანში და პ. ხანჩალიში.

2023 წელს მუნიციპალური ფონდი ქალაქ ნინოწმინდის ჭოჭაშენის უბანში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას დააფინანსებს.