რძის ფასების რყევები და მოსახლეობის ჩივილი

რძის ფასების რყევები და მოსახლეობის ჩივილი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მეცხოველეობა შემოსავლის ძირითადი წყაროა, თუმცა დღეს მოსახლეობას არ აქვს შესაძლებლობა თავისი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია მისაღებ ფასებში გაყიდოს. რძის ფასების ვარდნამ დიდი ხანია ხმაური გამოიწვია ნინოწმინდის მოსახლეობაში.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კაურმის მოსახლეობამ რძის დაბალი ფასებით უკმაყოფილება კიდევ ერთხელ გამოხატა. მოსახლეობის თქმით: “ნახევარი ლიტრი მინერალური წყალი 1.50 ლარი ღირს, 1 ლიტრი რძე კი 1.20 ლარი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანები რძეს უფასოდ აძლევენ მათ მიერ გაწეული ტანჯვის სანაცვლოდ. ხელმძღვანელობა საერთოდ არ ფიქრობს იმაზე, თუ როგორ უნდა იცხოვროს ხალხმა.”

ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში:

Radio NOR · Կաթի գների տատանումներն ու բնակիչների բողոքը

რადიო NOR-ის მონაცემებით, რძის ფასები სოფლების მიხედვით შემდეგნაირია:

  • სათხა – 1,20
  • ეშტია – 1,20
  • ფარავანი – 1,20
  • ფოკა – 1,20
  • გორელოვკის თემი – 1,20
  • დიდი არაქალი – 1,40
  • ჯიგრაშენი – 1,20
  • პატარა ხანჩალი – 1,20
  • დიდი ხანჩალი – 1,20

შეგახსენებთ, 3 აპრილს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 5 სოფლის (ორლოვკა, ეფრემოვკა, სპასოვკა, სამება, ჟდანოვაკანი) სოფელ გორელოვკის ცენტრში შეიკრიბა და რძის ფასების შემცირება გააპროტესტა. სოფელ თორიას მცხოვრებლებმა რამდენიმე დღის განმავლობაში რძეც არ გაყიდეს და უფრო მაღალი ფასები მოითხოვეს. მიუხედავად იმისა, რომ სოფელ გორელოვკაში საპროტესტო აქცია დაიწყო, რძის ფასები არ გაზრდილა.