პატარა ხანჩალის მინი-სტადიონი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს

პატარა ხანჩალის მინი-სტადიონი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს

NOR რადიოსადგურმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხანჩალიში მინი სტადიონის ღობე წყობიდან გამოსულია, ხოლო ხელოვნული საფარის არარსებობის გამო, წვიმების შემდეგ სტადიონი ბინძურდება და შეუძლებელია რაიმე ღონისძიების ჩატარება.

რადიო NOR-თან საუბარში ერთ-ერთმა მცხოვრებმა თქვა: – “მინი სტადიონის მოედანი ცუდ მდგომარეობაშია. თუ ცოტა ყურადღებას მიაქცევდნენ და საფეხბურთო მოედანს გაარემონტებდნენ, ახალგაზრდებს სათამაშო ადგილი ექნებოდათ.”

ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში:

Radio NOR · Փոքր Խանչալիի մինի մարզադաշտի վիճակը բնակիչների մոտ դժգոհություն է առաջացնում

როგორც ნინოწმინდის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს გვიპასუხა, ამ დროისთვის სოფელ მპატარა ხანჩალიში მინი სტადიონისა და სპორტული დარბაზისთვის ფთანხა არაა გამოყოფილი. იგეგმება ბიუჯეტის შეცვლა და შესაძლებელია, რომ პროექტში საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაცია შევიდეს, თუმცა ესეც ასევე გაურკვეველია.

წაიკითხეთ ასევე: