5 ნოემბერს გიუმრიში ჩატარდა საშემსრულებლო ხელოვნებისა და ცეკვის ფესტივალი “რეგიონალური კულტურა”, რომელსაც ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის ყველა რეგიონის საუკეთესო საცეკვაო ანსამბლები, ასევე მიიწვიეს ნინოწმინდის კულტურის ცენტრის ანსამბლი “ფარვანა”.
ქორეოგრაფ ლუსინე მზიკიანის თქმით: “ამჯერად გიუმრიში სპეციალური მოწვევით წავედით, სადაც ანსამბლ “ფარვანის” ორი ჯგუფი წარმოვადგინეთ – უფროსი და უმცროსი. ანსამბლმა შეასრულა 5 საცეკვაო ნომერი, წარმოადგინა სომხური და ქართული ცეკვები. ანსამბლს მიენიჭა დიპლომი, მედალი და სუვენირი. ფინანსური ხარჯები ბავშვების მშობლებმა გადაიხადეს.”
ვიდეოს სანახავად მიჰყევით ბმულს: facebook.
“შემდეგ, გვაქვს მოწვევა ფესტივალზე, რომელიც ჩატარდება თბილისში, სადაც მონაწილეობას მიიღებს სოფელ დ. გონდრიოს ანსამბლი “კილიკია”. ასევე ველოდებით საახალწლო გადაცემას და დიდ შოუს ნინოწმინდის კულტურის სახლში”, – აღნიშნა მზიკიანმა.
ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში: