16 ოქტომბერს, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, ნინოწმინდაში, ძმები ვლადიმირ და ჰაიოს გარსლიანების სახელობის სტადიონზე გაიმართა მინი-ფეხბურთის ჩემპიონატი 2008 და 2009 წლებში დაბადებული ბავშვების მონაწილეობით. სადაც გამარჯვებულად ქალაქ ნინოწმინდის 2 საჯარო სკოლის გუნდი აღიარდა.
ფეხბურთის შემდგომ გაიმართა სირბილის ტურნირი, სადაც სპასოვკის გუნდმა მოიგო გოგონებიდ გუნდებს შორის, ხოლო ოროჯალარის გუნდმა – ბიჭების.
ამის შესახებ რადიო NOR-ს ნინოწმინდის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსმა, გრიგორ თოფუზიანმა განუცხადა: “სასკოლო ოლიმპიადა მინი-ფეხბურთით დავიწყეთ, შემდეგ სირბილის ტურნიტი გაიმართა. 6 ნოემბერს ოროჯალარის სპორტულ სკოლაში კალათბურთის ტურნირი ჩავატარეთ, რომელშიც 5 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ოროჯალარის გუნდი გამარჯვებულად აღიარეს ბიჭებისა და გოგონების გუნდებში. მომავალში, ჩვენ ასევე ჩავატარებთ შემდეგ შეჯიბრებს სპორტის შემდეგ სახეობებში: მაგიდის ჩოგბურთი, ფრენბურთი და ა.შ.”
აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ რაიონულ ტურში, რომელიც ახალციხეში გაიმართება და იქ გამარჯვების შემდეგ კი ეროვნულ ტურებში მიიღებენ მონაწილეობას.