შემოდგომისადმი მიძღვნილი ღონისძიება 8 ნოემბერს ნინოწმინდის #2 საჯარო სკოლაში მე-3 კლასში გაიმართა. კლასის დამრიგებელი არის ჩობანიან არპინე.
იყო სითბოსა და სიმშვიდის ატმოსფერო. მოსწავლეებმა ემოციურად წაიკითხეს ლექსები, ხოლო ცეკვები შთაბეჭდილებას ახდენდნენ მათი მოძრაობებით და რიტმის გრძნობით.
დიდი ნარინჯისფერი გოგრა კონკიას ზღაპრულ ეტლს წააგავდა, რომელიც ზეიმზე ჩქარობდა. ხილისა და ბოსტნეულის მრავალფეროვნება, რომელიც გემოვნებით იყო წარმოდგენილი ლამაზ ზღაპრულ ვაზებში, გვპირდებოდა მშვიდობას, ნაყოფიერებას და კარგ ზამთრის არდადეგებს. მოსწავლეები დიდი სიამოვნებით მღეროდნენ, ცეკვავდნენ, მონაწილეობდნენ დადგმულ სცენებში და კარგ განწყობაზე იყვნენ. დღესასწაულის სტუმრებმა მადლიერება გამოხატეს და კარგი სწავლა უსურვეს.
მასალა და ფოტოები ღონისძიების ორგანიზატორმა მოგვაწოდა: