მალე ზამთარია, მაგრამ ცენტრალურ გზებზე ტროტუარები, სანიაღვრე არხები და ორმოები მაინც შესაკეთებელი რჩება.
რადიო NOR-მა უკვე გაცნობათ, რომ ჰოვსეფიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხი დანგრეულია და ეს პრობლემა დღემდე მოსაგვარებლად რჩება. სანიაღვრე არხი გადატენილია, გაჭედილია ბალახით, ამოშტერილია არმატურები.
ამასთან ერთად, რადიო NOR-მა არაერთხელ გაავრცელა ინფორმაცია თავისუფლების ქუჩაზე დანგრეული ტროტუარების შესახებ. 2023 წლის მარტის დასაწყისში, როდესაც კვლავ ვავრცელებდით ინფორმაციას ამ პრობლემის შესახებ, ჩვენ მივმართეთ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, რათა გაგვერკვია, იგეგმებოდა წელს ტროტუარების რეაბილიტაცია თუ არა. თუმცა, საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლის დარწმუნების მიუხედავად, არანაირი სამუშაო არ ჩატარებულა და 7 თვეა გასული.
გარდა ამისა, მოუგვარებელი რჩება ორმოების პრობლემა სამაგისტრალო რგზაზე, რაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამომწვევია.
აღსანიშნავია, რომ ცენტრალური გზები საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მართვაშია. ინფორმაციის მისაღებად ჩვენ დეპარტამენტს ოფიციალური წერილით მივმართეთ, რათა გაგვეგო ინფორმაცია, დაგეგმილ სამუშაოებზე და შესრულების ვადებზე. პასუხის მიღებისთანავე ჩვენ წარმოვადგენთ განახლებულ ინფორმაციას ჩვენს მასალაში.
ნინოწმინდა-ორლოვკა გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წელს ჩატარდა.