ნინოწმინდაში და სოფლებში გარე განათება გაუმჯობესდება

ნინოწმინდაში და სოფლებში გარე განათება გაუმჯობესდება

მთავარი ფოტო რადიო NOR-ის არქივიდანაა. 

ქუჩის განათება მნიშვნელოვან როლს ასრულებს უსაფრთხო და მყუდრო ურბანული გარემოს შექმნაში. ეს საშუალებას აძლევს ქალაქის მცხოვრებლებს თავი კომფორტულად და დაცულად იგრძნონ გვიან, ღამის საათებშიც კი.

რადიო NOR-მა უკვე გაჟღერა ინფორმაცია, რომ ქალაქისა და მუნიციპალური სოფლების გარე განათების 2023 წლის პროექტის ფარგლებში, სამუშაოები ჩატარდება როგორც ქალაქში, ასევე მუნიციპალიტეტის 28 სოფელში:

მოგეხსენებათ, წინ ზამთარია. გარე განათების მოსაწყობად, პროექტის მიხედვით გათვალისიწნებულია გრუნტთან მუშაობა. არ არის საიდუმლო, რომ ჯავახეთში მკაცრი ზამთარია ხოლმე, და თუ როგორ უნდა ჩატარდეს მკაცრი ზამთრის პირობებში ბოძების დაყენება და სხვა მსგავსი სამუშაოები, –  დელატელებისთვის ჩვენ დავუკავშირდით შპს “ვიდისის” დირექტორ, დიმიტრი ჯღარკავას.

Radio NOR · გარე განათების მოწყობა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში

უფრო ვრცლად რომ გადმოცვეთ ინფორმაცია, დიმირტი ჯღარკავას თქმით: “ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ მოვერევით ბუნებრივ მოვლენებს, ამიტომ, მკაცრი ზამთრის, თოვლის ან ბევრი ნალექის პირობებში მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით სამუშაოები უნდა მცირე დროით გადაიწიოს, რადგან ბოძების მონტჟის სამუშაოები გრუნტის დამუშავებას ითვალისიწნებს. იმედს ვიტოვებთ, რომ ზამთარი მკაცრი არ იქნება.”

შეგახსენებთ, 2023 წლის 8 სექტემბერს გამოცხადდა ტენდერი (ტენდერის ნომერი: NAT230018529) 817,936 ლარის ოდენობით. ტენდერი 694 000 ლარის შემოთავაზებით მოიგო კომპანია შპს “ვიდისიმ” და 08.11.2023 გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება მუნიციპალიტეტსა და კომპანიას შორის.

ელექტრონული ტენდერის (ტენდერის ნომერი: NAT230018529) მიხედვით, შესყიდვების სავარაუდო ღირებულებამ 817,936 ლარი შეადგინა, დღგ-ს ჩათვლით. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 5% და სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანადაფინანსების 95%, გამოიყო 533,320 ლარის ოდენობის თანხა.

სავარაუდოდ, 2024 წლის ბიუჯეტიდან 284,616 ლარი გამოიყოფა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ივნისში მუნიციპალიტეტმა ღამის დამატებითი განათების მოწყობის სამუშაოები განახორციელა შემდეგ სოფლებში: პ.გონდრიო, საღამო, განძანი, ფოკა, როდიონოვკა (ფარავანი), ყაურმა, უჩმანა, გორელოვკა, ორლოვკა, ჯიგრაშენი, დ. ხანჩალი, პ. ხანჩალი, კატნატუ, სათხა, დ. არაქალი, ჟდანოვი, სამება, ეფრემოვკა, სპასოვკა, თორია, ჰეშტია.

წაიკითხეთ ასევე: