ქუჩა სოფელ დილიფში, რომელიც მუდმივად იტბორება. მცხოვრების ჩივილი / ვიდეო

ქუჩა სოფელ დილიფში, რომელიც მუდმივად იტბორება. მცხოვრების ჩივილი / ვიდეო

სოფელ დილიფში არის პატარა ქუჩა, რომელიც წვიმების შემდეგ იტბორება. ქუჩის მცხოვრებლებს აწუხებთ ეს პრობლემა, რადგან სინესტეა სახლებში, ქუჩა კი ტალახითაა სავსე.

დაზარალებული მცხოვრებლები ამბობენ, რომ ძირითადი ქუჩის მოასფალტების შემდეგ, მათი ქუჩა, რომელიც იკვეთება ცენტრალურთან, წვიმების მერე იტბორება. სახლების წინ დიდი გუბეა ხოლმე და ტალახი. ქუჩაზე ხელით გათხრილია არხი, თუმცა მოასფალტების შემდეგ არხის ნაწილი, რომელიც მთავარ ქაჩაზე გადის – ასფატლის ფენის ქვეშაა დარჩენილი და, შესამაბისად, წყალი ვერ მიედინება.

დაზარალებული მცხოვრები აღნიშნავს: “რამდენიმეჯერ მიგვიმართავს ხელისუფლებას, დაგვიწერია განცხადებებიც, თუმცა არანიარი რეაგირება არ მოჰყვა. გვპირდებიან გაკეთებას, თუმცა არაფერი გაკეთებულა.”

 

ამ საკითხთან დაკავშირებით რადიო NOR-მა მიმართა ნინოწმინდის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს და, უფროსის, არმენ ბდოიანის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ტენდერი შემდგარა და პროექტიც არსებობს. სამუშაოები წელს უნდა განხორციელდეს, თუ მანამდე თოვლი არ დადებს.

შეგახსენებთ, რომ ა, სამუშაოებთან დაკავშირებით ტენდერი (NAT 230004883) 2023 წლის მარტში გამოცხადდა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 7980 ლარს შეადგენს. გამარჯვებული კომპანიაა “შპს ირემი”, რომელმაც თავდაპირველად 7 777 ლარად შესთავაზა სამუშაოების გაკეთბა, შემდმომ კი – 4 777.  სამუშაოების განხორციელების ვადა 10 კვირაა ხელშეკრულების გაფორმების დღიდან, ხელშეკრულება კი 28.03.2023 დაიდო. მოგეხსენებათ, დღეს 2023 წლის 15 ნოემბერია, თუმცა სამუშაოები არ ჩატარებულა. ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის, არმენ ბდოიანის თქმით, კომპანია ჯარიმას ექვემდებარება.