ნინოწმინდის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურმა განძასა და ეშტიას ოფლის შიდა გზების მოასფალტებაზე ტენდერი გამართა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ეშტიასა და განძაში რამდენიმე თვეა მიმდინარეობს გზის მოსამზადებელი სამუშაოები: გასწორება, ხიდების მონტაჟი, სანიაღვრე სისტემების მშენებლობა და ა.შ.
დღეს, 14 ნოემბერს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშთიაში, უკვე მიმდინარეობს სამუშაოები გზის პირველი ფენის მოასფალტებაზე.
მოსახლეობამ კმაყოფილება გამოთქვა ჩატარებული სამუშაოებით და აღნიშნა, რომ თუ გზები სრულად კეთილმოეწყობა, კომფორტული იქნება როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ასევე ავტომობილებისთვის.
რადიო NOR-ის წყაროების ცნობით, სოფელ განძაშიც ასფალტირების სამუშაოები ჩატარდა. უფრო დეტალური ინფორმაციისთვის შევეცადეთ, სოფელ განძის თემის წარმომადგენელს, გრახატ სირაკანიანს დავკავშირებოდით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ.
აღსანიშნავია, რომ სამუშაოებს “ჯავახავტოგზა” ახორციელებს. კომპანია “ჯავახავთოძამ” 931,200 ლარიდან 927,000 ლარის ოდენობის შეთავაზებით ტენდერი მოიგო.
სოფელ ეშტიას ცენტრში 602 მეტრიანი გზის მშენებლობისთვის 484,100 ლარია გამოყოფილი. განძაში 235 მეტრიანი გზისთვის დაგეგმილია 237,200 ლარი, კიდევ 414 მეტრიანი მონაკვეთისთვის დაგეგმილია 209,900 ლარი.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საგზაო ხელშეკრულება რამდენჯერმე გაგრძელდა, რომლის შესახებაც NOR რადიოსადგური ამზადებდა მასალას და რომელსაც ფართო გამოხმაურება ჰქონდა როგორც მოსახლეობის, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან.
- „ჯავახავტოგზა“ ჯარიმას ექვემდებარება, მაგრამ არ ჯარიმდება
- განძაში და ჰეშტიაში მოასფალტების სამუშაოების ვადა კვლავ გაგრძელებულია