ქალაქ ნინოწმინდაში წყალმომარაგების სამსახურის თანამშრომლებმა წყალმომარაგებისა და კანალიზაციის გარღვევასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად არაერთი ღონისძიება განახორციელეს.
ქალაქ ნინოწმინდაში, რამდენიმე ქუჩაზე წყლის მილის გაწყვეტა მოხდა.
ფიროსმანის ქუჩაზე მეორე დღეა წყლის მილი გაირღვა. წყალმომარაგების სამსახურის თანამშრომლებმა გარღვევა აღმოფხვრეს. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ ისინი პუშკინის ქუჩაზე აპირებდნენ წასვლას, სადაც ასევე დაფიქსირდა წყალმომარაგების ხაზის გარღვევა.
ქალაქ ნინოწმინდაში, კიროვის ქუჩაზე, კანალიზაცია გაჭედილი იყო, რის შედეგადაც ქუჩაში წყალი მოედინებოდა და გაუსაძლისი სუნი იყო. დღეს წყალმომარაგების სამსახურის თანამშრომლებმა გაჭედილი კანალიზაცია დაასუფთავეს და პრობლემა აღმოფხვრეს. როგორც თანამშრომლებმა აღნიშნეს, გაჭედვის მიზეზი მიმდებარე ავტოსამრეცხაო და თავად მოსახლეობა გახდა. ჭა ქვიშითა და ნაჭრის სახოცებით იყო გავსებული, რაც მანქანების გარეცხვის შედეგია.
უნდა აღინიშნოს, რომ უკვე არსებობს მზა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სარემონტო სამუშაოებს მთელ წყალმომარაგების ხაზზე 2024 წელს. დაგეგმილია ქალაქ ნინოწმინდაში და რამდენიმე სოფელში სასმელი წყლის ყველა მილის ჩანაცვლება, ასევე დაგეგმილია ახალი რეზერვუარის აშენება და წყლის მოხმარების გათვალისწინებით ტუმბოებისა და მრიცხველების დაყენება. სამუშაოები დაიწყო არსებული მილების და მათი ადგილმდებარეობის შესწავლით.