ნინოწმინდაში 2024 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო

ნინოწმინდაში 2024 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო

17 ნოემბერს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყება.

საკრებულოს სხდომათა დარბაზში 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველი მოსმენები გაიმართება.

მოსმენებზე დასწრება შეუძლიათ მოსახლეობას და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სადაც შეძლებენ თავიანთი წინადადებების გაკეთებას, რაც ბიუჯეტის შედგენისას განიხილება.

საკრებულოს თავმჯდომარის ვაჰან აროიანის განცხადებით, იმისათვის, რომ 2024 წლის ბიუჯეტი ეფექტური იყოს, აუცილებელია საზოგადოების მხრიდან წინადადებების გათვალისწინება. მოსახლეობის წინადადებები მიიღება როგორც ელექტრონულად, ასევე წერილობით. ყველას შეუძლია თავისი განცხადება გამოაგზავნოს საკრებულოს საფოსტო მისამართზე: sakrebulo@yahoo.com . განაცხადი უნდა გაიგზავნოს 25 ნოემბრამდე ან დაესწროს მოსმენას.

სოფლების წარმომადგენლებმა  და დეპუტატებმა მოსახლეობასთან პირველადი პროექტები განიხილეს და საკრებულოში წინადადებები წარადგინეს.

25 ნოემბრის შემდეგ საკრებულომ მერიაში წინასწარი ბიუჯეტი გააგზავნის, სადაც ცვლილიბები აისახება. მუნიციპალიტეტის მერი ბიუჯეტის პროექტის იგივე ან შესწორებულ ვერსიას არაუგვიანეს 10 დეკემბრისა წარადგენს საკრებულოს.

ბიუჯეტის წინასწარი პროექტი საკრებულოს Facebook გვერდზეც ქვეყნდება.

რამდენად აქტიური იქნება მოსახლეობა და გააკეთებენ თუ არა მათ წინადადებებს 2024 წლის ბიუჯეტში, ჩვენ დავაკვირდებით და მოგაწვდით ინფორმაციას შემდეგ მასალებში.

Radio NOR · В Ниноцминда стартовало обсуждение бюджета на 2024 год