სოფელ ოროჯალარში გზები სავალალო მდგომარეობაშია – მოსახლეობის ჩივილი

სოფელ ოროჯალარში გზები სავალალო მდგომარეობაშია – მოსახლეობის ჩივილი

სოფელი ოროჯალარი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფელია, სადაც მოსახლეობას ყველაზე აქტუალური და დღემდე მოსაგვარებელი პრობლემა აწუხებს, – სოფლის შიდა გზები.

ნინოწმინდიდან სოფელ ოროჯალარამდე გზა მოასფალტებულია, თუმცა მხოლოდ სოფლის შესასვლელში. როგორც კი მთავრედა გზის მოასფალტებული მონაკვეთი, იწყება გზა, რომელიც, მოსახლეობის თქმით, საჭიროებს მოასფალტებას. სოფლის მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ მათი მანქანები მუდმივად ფუჭდება, რადგან სიფლის შიდა გზები არ ვარგა:

“დიდი ორმოებია, ძალიან ბევრი ქვაა გზებზე, წვიმების დროს დიდი გუბეებია ხოლმე. დაგვპირდნენ მოასფალტებას, მაგრამ წელს არამგონია გვეშველოს.” – ამბობს ერთ-ერთი ოროჯალარელი.

იმისთვის, რომ გაგვერკვია, რა იგეგმება ამ პრობლემის არმოსაფხვრელად, ჩვენ მივმართეთ სოფელ ოროჯალარის სპეციალისტ, მიშა ქეიანს. მიშას თქმით, წელს არანაირი სამუშაო არ ჩატარდება, თუმცა მერიას აქვს პროექტი, რომელიც ეხება ოროჯალარის შიდა გზების მოასფალტებას და სამუშაოები სავარაუდიდ 2024 წელს დაიწყება, თუმცა ზუსტი ვადები მიშას არ დაუკონკრეტებია.

ვრცლად ჩვენს აუდიომასალაში:

Radio NOR · ოროჯალარის გზები