რომელმა გუნდებმა მოიგეს მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი

რომელმა გუნდებმა მოიგეს მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი

16 ნოემბერს, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის სპორტულ დარბაზში გაიმართა მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი 2008 და 2009 წლებში დაბადებული ბავშვების მონაწილეობით.

ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის 17 სკოლის გუნდებმა, რომელთაგან 14 იყო ბიჭების გუნდი: დიდი არაქალი, თორია, ეშტიის #1 და #2 სკოლა, დიდი ხანჩალი, ჟდანოვაკანი, ნინოწმინდის #2 და #4 სკოლა, გორელოვკის #1 და #3 სკოლა, ოროჯალარი, სპასოვკა, ყულალისი. ასევე მონაწილეობს 4 გოგონათა გუნდი: ოროჯალარი, სოფელ სპასოვკის მე-4 სკოლა, ნინოწმინდისა და ეშტიის მე-2 სკოლები.

სპასოვკის გუნდი გოგონათა გუნდებს შორის შეჯიბრებებში გამარჯვებულად აღიარეს, ხოლო ბიჭებს შორის – ჟდანოვაკანის გუნდი.

ვრცლად ჩვენს საუბარში მწვრთნელ, აშოტ სოღოიანთან:

Radio NOR · Որ թիմերը հաղթեցին սեղանի թենիսի առաջնությանը․ Դպրոցական օլիմպիադա