ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ზამთრის დადგომასთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი თოვლისგან გზების გაწმენდაა.
ყოველწლიურად, ქალაქ ნინოწმინდის სოფლის გზებისა და ქუჩების დასუფთავებისთვის, გამოიყოფა 140 000 – 150 000 ლარი.
მიმდინარე წლის ფინანსებთან და 2023 წლის ტენდერის შემდეგ დარჩენილ თანხასთან დაკავშირებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურიდან შევიტყვეთ.
გათვალისწინებული თანხიდან, რომელიც 140 000 ლარი იყო, ტენდერი JV Group-მა 122 000 ლარის ოდენობით მოიგო. დაიხარჯა 54,885 ლარი, ხოლო დარჩენილი 67,000 ლარი გამოყენებული იქნება, საჭიროების შემთხვევაში, 2023 წლის განმავლობაში თოვლის გასაწმენდად. დარჩენილი თანხის შემთხვევაში თანხა გადაირიცხება ბიუჯეტის ხარჯებზე და მიმართული იქნება მუნიციპალიტეტის სხვა საჭიროებებზე.
პროექტის მიხედვით, ორგანიზაცია, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა, ერთი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის სოფლების მიმართულებით გზების მარილით გაწმენდისა და დამუშავების ვალდებულებას იღებს.
გარდა ამისა, დაზუსტდა, რომ პროექტის მიხედვით 2024 წელს გზის გაწმენდისთვის 150 000 ლარია გათვალისწინებული. გზის გაწმენდაზე ტენდერი 2024 წლის მუნიციპალური ბიუჯეტის მიღების შემდეგ გამოცხადდება.