ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ყველა სოფელს არ აქვს სათამაშო მოედანი, მაგრამ თითოეულ მათგანში პატარა ბავშვები ცხოვრობენ. ერთ-ერთი სოფელი, სადაც სათამაშო მოედანი არ არის, ფარავანია.
ის, რომ ბავშვები სათამაშო მოედნის მოწყობაზე ოცნებობენ, სოფლის მოზარდმა, შუშან მკრტჩიანმა გადაიღო. მშობლებიდან, ვისაც ჰქონდა შესაძლებლობა, მიჰყავდად ბავშვები სოფელ ფოკაში ან ქალაქ ნინოწმინდაში ატრაქციონზე სათამაშოდ.
ახლა სოფელ ფარავნის ბავშვების ოცნება რეალობად იქცევა და მათ შეეძლებათ დრო გაატარონ თავიანთ სოფელში.
ამასობაში, გამოცხადდა ტენდერი სოფელ როდიონოვკის (ფარავანი) საბავშვო ბაღისთვის სათამაშო აღჭურვილობის შეძენა-მონტაჟზე. აღნიშნული სამუშაოებისთვის მერიის ბიუჯეტიდან 15 000 ლარი გამოიყო. ინდივიდუალური მეწარმე ზოია ამაზარიანი ტენდერში გამარჯვებული 14 500 ლარის ოდენობით გახდა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, იგი ვალდებულია შეიძინოს და დაამონტაჟოს საბავშვო ატრაქციონები ხელშეკრულების დადების დღიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში. ამჟამად, მერიასა და ინდივიდუალურ მეწარმე ზოია ამაზარიანს შორის ხელშეკრულება მზადდება.
მერის წარმომადგენელმა შეგვატყობინა, რომ ატრაქციონების სოფლის საბავშვო ბაღის ეზოში დამონტაჟდება. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ საბავშო ბაღის ბავშვებს შეუძლიათ თამაში. სოფლის ყველა ბავშვს შეუძლია ნებისმიერ დროს მოვიდეს და ითამაშოს. სოფელში 100-ზე მეტი ბავშვი ცხოვრობს.
ამის შესახებ დეტალები სოფელ ფარავნის რწმუნებულმა, მასის აღაიანმა ისაუბრა:
პროექტის დეტალებს ქვემოთ მიმაგრებულ ფაილში იხილავთ:
სურათები_და_ნახაზი by Radio NOR
აღსანიშნავია, რომ წელს საბავშვო მოედნების ტერიტორიის გაუმჯობესება უკვე დაწყებულია შემდეგ სოფლებში: ჟდანოვაკანი, ეფრემოვკა, კატნატუ, ოროდჟალარი, სათხა, დ.ხანჩალი და ქალაქ ნინოწმინდის უბნები – ხოჯაბეკი და ნორაშენი. ასევე, “დახმარება სოფელს ” პროგრამის ფარგლებში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში გორელოვკასა და ყაურმაში გასართობი ატრაქციონები მონტაჟდება.