ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარავანში, სოფლისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხად ბუნებრივი აირის საკითხი რჩება.
სოფელი ფარავანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 9 სოფლიდან ერთ-ერთია, სადაც ბუნებრივი აირი არ არის. სოფელში ბუნებრივი აირის არარსებობის გამო, მოსახლეობა ზამთრის პერიოდისთვის წივას გაზაფხულიდან ამზადებს, რასაც, მოსახლეობის თქმით, დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება.
სოფელი ფარავანი მდებარეობს ნინოწმინდის ცენტრიდან 38 კმ-ში, ფარავნის ტბის სამხრეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე, ნინოწმინდა-წალკა-თბილისის მზაზე. ამჟამად აქ დაახლოებით 87 ოჯახი და 386 ადამიანი ცხოვრობს.
მოსახლეობის თქმით, გაზის არარსებობის გამო, ღუმელები თითქმის მთელი წლის განმავლობაში ანთია. “ჩვენი სოფელი განვითარებადი სოფელია, ამიტომ ბუნებრივი აირი აუცილებელია. ბევრმა აღნიშნა, რომ მათი სახლები ნორმალურად არ თბება ღუმელით. იმისდა მიუხედავად, რომ ზამთარი გრძელდება 7-8 თვის განმავლობაში, მთელი წლის განმავლობაში ვათბობთ ღუმელებს საჭმლის მოსამზადებლად, პურის გამოსაცხობად, ყველის დასამზადებლად. ჩვენ ზამთრისთვის წივას მთელი ზაფხულის განმავლობაში ვამზადებთ. ბუნებრივი აირი თუ იქნება სოფელში, ჩვენ ასევე მივიღებთ კომფორტს და წესრიგს. რემონტიც კი მალე ფუჭდება სახლებში, ღუმელის გაომ. ახლა, იმისათვის, რომ თბილი წყალი გვქონდეს, “არისტონს” ვხმარობთ, რომელიც ელექტროენერგიაზე მუშაობს, რისთვისაც 200 ლარამდე ვიხდით დენში”, – ამბობენ სოფელ ფარავნის მცხოვრებლები.
ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში: