ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკაში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, სანიაღვრე არხი მოიწყო. მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს ჩატარებულ სამუშაოებთან დაკავშირებით.
ჩვენ ვეწვით სოფელ ორლავკას, რათა გაგკვერკვია მოსახლეობის აზრი ჩატარებულ სამუშაოებთან დაკავშირებით. ორლოვკაში მცხოვრები ესმა მახარაძე ამბობს:
“ბოლომდე არაა გაკეთებული, ქუჩაში მიედინება წყალი, ვერ გავდივართ ქუჩაში. სახლის წინ კი ტექნიკამ უნდა იმოძრაოს, მანქანა ჩავარდა ეზოს წინ, ვერ შემოდიან მანქანით ეზოში ვერც მეზობლები ვერც ჩემი ქმარი.”
პროექტის მიხედვით, სანიაღვრე არხის მოიწყო ანაკრები სანიაღვრე ღარებით. ღარის კედლის სისქეა 10სმ, შიდა ზომები 40X40X150სმ. სანიაღვრე არხი
მოეწყო სიგრძით 87,0 მეტრი (58 ცალი). ღარებს გაუკეთდა ქვიშა-ხრეშოვანი მასალის საგები, სისქით 10სმ. ღარის გვერდებზე მიეყრა
გამომუშავებული გრუნტი. სამუშაოებს კომპანია “შპს არო” ახორციელებდა.
ინფორმაცია აღებულია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკაში სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციიდან.
შეგახსენებთ, რომ სანიაღვრე არხის სიგრძე 87 მეტრია. ქუჩის ბოლოს მცროვრებ ადამიანებს არ აქვთ წვდომა არხამდე და ვერ სარგებლობენ, რაც ასევე მათ უკმაყოფილებას იწვევს.
ვრცლად მოსახლეობის აზრი ჩვენს აუდიოჩანაწერში:
იმის გასარკვევად, თუ როგორ აპირებს “შპს არო” არხის თავში ჩატბორილი წყლის პრობლემის მოგვარებას, ჩვენ ვეცადეთ მათთან დაკავშირება შემდეგ სატელეფონო ნომრებზე (+995599943041, +995592111944), რომელიც მითითებულია ხელშეკრულება #31-ში. რამდენიმე ცდის შედეგად, რადიო NOR-მა ვერ მოახერხა კომპანიასთან დაკავშირება.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის თანამშრომელმა, მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ კომპანიას სრულად დამთავრებული აქვს სამუშაოები. თანხა გამოყოფილია 11 865 ლარი და წელს მეტი სამუშაო ამ მიმართულებით არ იგეგმება.
წაიკითხეთ ასევე: