წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა კვლავ მიიღო საახალწლო დეკორი, რომ ქალაქი საახალწლოდ სრულიად ახალი დიზაინით გაფორმდეს.
ასევე წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 50 000 ლარია გათვალისწინებული ახალი წლის გაფორმებისა და დღესასწაულისთვის. წელს ქალაქი ახლებურად გაფორმდება ახალი დეკორატიული ელემენტების წყალობით, რომლებიც ქალაქს ახალ იერსახეს მისცემს.
როგორც მერიაში აცხადებენ, წელს ორი საახალწლო ღონისძიება გაიმართება. ქალაქის ღონისძიებებსა და დეკორაციებზე ტენდერი დღეს, 27 ნოემბერს გამოცხადდება.
23 დეკემბერს მოეწყობა საახალწლო ბაზრობა და საახალწლო ღონისძიება. ხოლო ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერსაც გაიამრთება საახალწლოა. ქალაქი ფერადი დეკორაციებით იქნება გაფორმებული. იქნება კონცერტი, ბაზრობა და, როგორც ყოველთვის, გასართობი პროგრამა ბავშვებისთვის.
ნაძვის ხე დამონტაჟდება ან ცენტრალურ პარკში, ან კულტურის ცენტრის ეზოში. ამ საკითხზე გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული.
ჩვენს შემდეგ მასალებში უფრო დეტალურად გაგაცნობთ, თუ რომელი კომპანია დაამშვენებს ქალაქს, სად დამონტაჟდება მთავარი ნაძვის ხე და რა ღონისძიებები გაიმართება.