გზის პრობლემური მონაკვეთების შემდგომი რეაბილიტაციისთვის ნინოწმინდა-ეშტიას გზაზე ორმოებია გათხრილი.
ნინოწმინდა-ეშტიას გზაზე გამავალი მანქანების მძღოლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ გზაზე გათხრილი ორმოების გამო. ნაგავმზიდი მანქანის მძღოლის, სამსონ კაშხჩიანის თქმით: “გზაზე ღრმა ორმოები გათხარეს და ქვიშა დაყარეს, რომელიც თოვლითაა დაფარული. მძღოლები ვერ ხედავენ ამ ორმოებს და მანქანებს აფუჭებენ.”
დღეისთვის, ეშტიის სოფლის თემის, ეგორ ქოთოიანის თქმით, ნინოწმინდა-ეშტიას გზაზე, სოფლის მოსახლეობის მხრიდან მიმდინარეობს სამუშაოები გზის მონაკვეთებზე ასფალტით ორმოების შესავსებად, რის შედეგადაც, შემდგომი რეაბილიტაციისთვის გათხრილია ძველი ორმოები. ეგორმა ასევე აღნიშნა, რომ ორმოების ასფალტით ამოვსება მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში განხორციელდება და მძღოლებს გზაზე სარემონტო სამუშაოებით გამოწვეული პრობლემები აღარ შეექმნებათ.
შეგახსენებთ, რომ 2015 წელს დაიწყო ნინოწმინდა – ეშტიას გზის მოასფალტება, სადაც რეგიონული განვითარების ფონდმა სამ წელიწადში 3500 მეტრი გზა მოასფალტა. 2019 წელს კი გზის 4 კმ-ზე მეტი მოასფალტდა. 2019 წლის ივლისში დასრულდა ეშტიის სოფლის თემისკენ მიმავალი გზის მოასფალტების ზოგადი პროცესი. 2020 წლის 29 ივლისს კი გზის შეკეთება დაიწყო.