ნინოწმინდა-წალკის გზაზე არსებული ელექტრონული ტაბლო დიდი ხანია წყობიდან გამოვიდა და არ ფუნქციონირებს. აღნიშნული მაჩვენებელი მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ინფორმაციის წყარო იყო, – აწვდიდა ინფორმაციას ნინოწმინდა – წალკა – თბილისის მიმართულებით გზის გადაკეტვის ან გახსნის შესახებ.
რადგან ეს მოწყობილობა მდებარეობს მაგისტრალურ გზაზე, რემონტზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს.
ჩვენ შევეცადეთ მათთან დაკავშირება ნომრით (+995 32) 2 37 05 08 (239), მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. ორი კვირის წინ, ქალაქ ნინოწმინდის ცენტრალური ხიდის შეკეთებასთან დაკავშირებით ოფიციალური წერილიც გავაგზავნეთ press@georoad.ge ელ. მისამართზე, მაგრამ პასუხი ჯერ-ჯერობით არ მიგვიღია. რამდენჯერმე დავურეკეთ ცხელ ხაზს, მაგრამ მუდმივად გადაგვამისამართეს კანცელარიაში, თუმცა მათთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ.
რაც შეეხება ხიდს, ნინოწმინდაში, თავისუპლების ქუჩაზე არსებული ხიდი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილს ხოჯაბეკის უბანთან აკავშირებს. ეს არის მთავარი გზა, რომლის გავლითაც ხორციელდება მოძრაობა. ყოველდღე ასობით სატვირთო და სამგზავრო მანქანა, ძირითადად სომხეთის რესპუბლიკისკენ და უკან, კვეთს ამ ხიდს. ეს ხიდი აშენდა გასული საუკუნის 40-იან წლებში, ხოლო ბოლო წლებში რამდენჯერმე განხორციელდა კოსმეტიკური რემონტი, მათ შორის რკინის მოაჯირებისა შეცვლა და შეღებვა.
ჩვენ დავაკვირდებით სიტუაციის განვითარებას და გავავრცელებთ ჩვენს შემდეგ მასალებში მიღებულ ნებისმიერ ინფორმაციას.
მუხლი 40. საჯარო ინფორმაციის გაცემა 1. საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს: https://matsne.gov.ge/ka/document/view/16270?publication=43&fbclid=IwAR0RCEzjggZ3rpQ1JeSLLwlrLA90F_uhTk_JrR08g16Y57aoDtzVPAj75U4