ქალაქ ნინოწმინდაში, შემდგარი ტენდერის შედეგად ჩატარდება სარემონტო სამუშაოები ადმინისტრაციული შენობა #1-ში და სამხედრო აღრიცხვის შენობაში.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი (ტენდერის ნომერი: NAT230021460) ადმინისტრაციული შენობა #1-სა და სამხედრო აღრიცხვის შენობის რემონტის ჩასატარებლად. თანხის ოდენობა 20 000 ლარია. ტენდერში მოიგო ინდივიდუალური მეწარმე სერჟ პალოიანმა, 17 700 ლარის შემოთავაზებით.
ნინოწმინდის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, არმენ ბდოიანის თქმით, უნდა ჩატარდეს შემდეგი სამუშაოები:
ადმინისტრაციულ შენობა #1-ში (ნოტარიუსი) უნდა შეიცვალოს სახურავი, ძველი შიფერი და კოჭები, ასევე უნდა გაკეთდეს მოლარტყვა. რაც შეეხება სამხედრო აღრიცხვის შენობას, უნდა გარემონტდეს ერთი ოთახი, გაიყვანოს ცენტრალური გათბობა, შეიცვალოს ოთახის კარი და ასევე დაიგოს ახალი გარე კიბე, ანუ ჩატარდეს კიბეს რეაბილიტაცია.
შეგახსენებთ, რომ გათვალისწინებული 20 000 ლარიდა, 12 000 ლარი გამოყოფლია ადმინისტრაციული შენობა #1-ის სახურავის რეაბილიტაციაზე, ხოლო 8 000 სამხედრო აღრიცხვის შენობაში ჩასატარებელი სამუშაოებისათვის. თანხა 100%-ით დაფინანსებულია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.
ინდივიდუალური მეწარმე სერჟ პალოიანის კომპანიას აქვს ხელშეკრულების დადებიდან 8 კვირა სამუშაოების დასასრულებლად, ხოლო ხელშეკრულება დაიდო 28.11.2023.