რამდენის დახარჯვას გეგმავს მოსახლეობა საახალწლოდ?/გამოკითხვა

რამდენის დახარჯვას გეგმავს მოსახლეობა საახალწლოდ?/გამოკითხვა

დღეს 1-ლი დეკემბერია, რაც ნიშნავს იმას, რომ სულ მალე ახალი წლის რუტინა დაიწყება.

ახალი წელი განსაკუთრებულად აღინიშნება ჯავახეთში, როგორც წლის ერთ-ერთი მთავარი დღესასწაული. ხალხი ამზადებს ბევრ ტრადიციულ კერძს და შლის მდიდარ საახალწლო სუფრას, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

იმის გასარკვევად, თუ დაახლოებით რა ჯდება ახალი წლის აღნიშვნა, რადიო NOR-მა ჩაატარაა გამოკითხვა როგორც ქალაქ ნინოწმინდაში, ასევე მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში. მოსახლება აღნიშნავს, რომ ახალი წელი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, სადღაც 2 000 ლარამდე. ქალაქში მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ ყველაფერი საყიდელია, თუმცა სოფლად მცხოვრები ადამიანები აღნიშნავენ, რომ ისინი არ ყიდულობენ ხორცს, ყველს, კვერცხს, რადგან სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულნი და ეს პროდუქტი ისედაც აქვთ სახლში. გარდა ამისა, სოფლის მოსახლეობა აღნიშნავს იმასაც, რომ ისინი ამ პროდუქტებს სხვა პროდუქტებში ცვლიან, მაგალითად, ხილში.

ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში:

Radio NOR · საახალწლო ხარჯები