ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, გაზის ქსელებში წნევის პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, გაზის ქსელებში წნევის პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 32 სოფელია. დღემდე 8 მათგანი გაზიფიცირებული არ არის. ხოლო ის სოფლები, რომლებიც გაზიფიცირებულია, ზამთრის თვეებში გაზის დეფიციტის პრობლემას აწყდებიან.

გაზის დეფიციტის მთავარი პრობლემა განძაში, ფოკაში, საღამოში, კატნატუში, ყულალისსა და სხვა სოფლებში დაფიქსირდა.

გაზის დეფიციტის პრობლემის მოსაგვარებლად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშთიაში რამდენიმე თვეა გაზსადენის გაყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.

რადიო NOR-თან ინტერვიუში SJGC გაზგამანაწილებელი კომპანიის დირექტორმა, ვრეჟ ბერიკიანმა განაცხადა: “გასული წლიდან ჩვენ შევიმუშავეთ ორეტაპიანი გეგმა გაზსადენის გაყვანის შესახებ ეშტია-სათხა და დათხა-ნინოწმინდა მონაკვეთებში, ნინოწმინდის სოფლებში გაზის დეფიციტის პრობლემის მოსაგვარებლად. უახლოეს დღეებში დავასრულებთ ეშტია-სათას მონაკვეთს და ამით მოვაგვარებთ საკითხს შემდეგ სოფლებში: განძა, საღამო და ფოკა. სამუშაოები ასევე ჩატარდა სოფელ ყულალისი და დილიფი, სადაც, ჩემი აზრით, დეფიციტის პრობლემაც აღარ იქნება. სათხა-ნინოწმინდის მონაკვეთის დასრულებას მომავალ წელს ვგეგმავთ, რის შემდეგაც პრობლემა მთლიანად მოგვარდება. ხოლო რაც შეეხება სოფელ გორელოვკის გაზიფიცირებას, გვაქვს ნინოწმინდა – გორელოვკის მონაკვეთთან დაკავშირებული პროგრამა. მაგრამ ზუსტად ვერ ვიტყვი, როდის განვახორციელებთ ამ სამუშაოებს.”

რადიო NOR-ს არაერთხელ აქვს აღნიშნული, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 8 ყველაზე ცივ სოფელში, – ჟდანოვაკანში, გორელოვკაში, ორლოვკაში, სამებაში, ეფრემოვკაში, ვლადიმიროვკაში, ახალ ხულგუმოში და ფარვანაში გაზმომარაგება არ არის.

სოფლის მოსახლეობა მუდმივად უჩივის გაზის არარსებობას, თუმცა, ეს საკითხი ჯერ არ არის მოგვარებული.

ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში:

Radio NOR · Նինոծմինդայի շրջանում գազի սակավության խնդիրը մասամբ լուծվել է