ეშტიის სოფლის გზაზე სანიაღვრე სისტემის მშენებლობის სამუშაოები ტარდება

ეშტიის სოფლის გზაზე სანიაღვრე სისტემის მშენებლობის სამუშაოები ტარდება

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურმა განძისა და ეშტიის სოფლის შიდა გზების მოასფალტებაზე ტენდერი გამართა.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიასა და განძაში რამდენიმე თვეა მიმდინარეობს სამუშაოები გზების რეაბილიტაციის მოსამზადებლად: გასწორება, ხიდების მონტაჟი, სანიაღვრე სისტემების მშენებლობა და ა.შ.

14 ნოემბერს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშთიაში უკვე მიმდინარეობს სამუშაოები სოფლის გზის პირველი ფენის ასფალტირების მიზნით.

დღემდე დასრულებულია მითითებული გზის მოასფალტება, ამჟამად მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის მშენებლობა და მონტაჟი.

“ჯავახავტოგზა” სამშენებლო კომპანიის თანამშრომლებმა, რომლებიც სამუშაოებს ახორციელებენ, უპასუხეს, რამდენი მეტრი სანიაღვრე სისტემა აშენდება, გზაზე შესაბამისი ნიშნები დამონტაჟდება და იქნება თუ არა გზის მოხაზვა?

აშენდება 140 მეტრიანი სანიაღვრე სისტემა, რომელიც არსებულ წყლის მილს დაუკავშირდება. მოხაზვის სამუშაოები განხორციელდება სხვა პერსონალის მიერ, ჩვენ უკვე მივიღეთ ნიშნები და გათხრების სამუშაოების დასრულების შემდეგ ისინი დამონტაჟდება.

ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში:

Radio NOR · Ջրահեռացման համակարգի անցկացման աշխատանքներ Հեշտիայի գյուղամիջյան ճանապարհին

აღსანიშნავია, რომ სამუშაოებს კომპანია “ჯავახავტოგზა” ახორციელებს. კომპანიამ ტენდერი 931,200 ლარიდან 927,000 ლარის ოდენობით მოიგო. სოფელ ეშტიას ცენტრში გზის მშენებლობისთვის 484,100 ლარი გამოიყო, რომლის სიგრძე 602 მეტრია. 235 მეტრი სიგრძის სოფელ განძის გზისთვის დაგეგმილია 237,200 ლარი, 414 მეტრის სიგრძის კიდევ ერთი მონაკვეთისთვის გამოყოფილია 209,900 ლარი.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სამუშაოების ელშეკრულება რამდენჯერმე გაგრძელდა, რის შესახებაც რადიო NOR-მა მასალები მოამზადა და მას ფართო გამოხმაურება ჰქონდა როგორც მოსახლეობის, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან.