03.12.2023 სოფელ ფარავანში ჩატარდა რიგითი ღონისძიება, რომლის მთავარი მიზანი იყო ქართული ენის პოპულარიზაცია ეთნიკურ უმცირესობებში.
ქართული ენა ნინომწინდის მუნიციპალიტეტთში დღეთიდღე უფრო პოპულარული და აქტუალური ხდება, რის შედეგადაც ბევრი ცდილობს ისწავლოს ქართული ენა და უფრო იოლი გახადოს ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაცია. მანუშაკ მკრტჩიანი სოფელ ფარავანში ცხოვრობს და ასწავლის სკოლაში ქართულ ენას. მანუშაკს არაერთი აქტივობა აქვს ჩატარებული ქართული ენის პოპულარიზაციის და უფრო ინტენსიური სწავლების მიზნით. სოფელ ფარავანში, მანუშაკ მკრტჩიანის ხელმძღვანელობით, ჩატარდა რიგითი ღონისძიება, რომლის მთავარი მიზანი იყო ქართული ენის პოპულარიზაცია ეთნიკურ უმცირესობებში. ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები თბილისიდან, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სკოლებში მომუშავე ქართული ენის მასწავლებლები. ამასთან ერთად მოწვეული იყო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ღონისძიებას დაესწრო დეპუტატი ვალერი ბეზოიანი.
ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში მანუშაკთან:
ღონისძიების შედეგად, ბავშვებმა მიიღეს საჩუქრები, ასევე ორგანიზაცია “ტოლერანტისგან” ფარავნის ახალგაზრდულ ცენტრს გადაეცა ინვენტარი და ბანერი, რომელზეც გამოსახულია მათი ლოგო.
ფოტომასალა წარმოდგენილია რადიო NOR-ის მოხალისე, შუშან მკრტჩიანის მიერ.