ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი ვლადიმიროვკა მდებარეობს ნინოწმინდის ცენტრიდან 34 კმ-ში, ფარავნის ტბის სამხრეთ ნაწილში. ამჟამად სოფელში 100-მდე ადამიანი ცხოვრობს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფელ ვლადიმიროვკაში შეიცვალა ძველი წყლის მილები. პროექტის მიხედვით, სოფელში 325 მეტრი წყალმომარაგება შეიცვალა.
პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა, რომელზეც ზემოთ აღნიშნული სამუშაოებისთვის გათვალისწინებული თანხის გამოყენების მიმართულებები დამტკიცდა.
წელს პროგრამაზე ყველა სამუშაო უნდა განხორციელდეს ტენდერის საშუალებით. სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია, მაგრამ არ ჩატარებულა. სოფელ ვლადიმიროვკაში, პირდაპირი ხელშეკრულებით მუშაობა განახორციელა ინდივიდუალურმა მეწარმემ აღასი ქურქჩიანის. ამ სამუშაოებისთვის 9,887 ლარი გამოიყო.
აღასი ქურქჩიანის თქმით, ეს უკვე მესამე წელია, რაც წყალმომარაგების ხაზების შესაცვლელად “დახმარება სოფელს” პროგრამიდან თანხები გამოიყო. ძველი ხაზები გაცვეთილი იყო, წყალი ჟონავდა. ძველი მილების შეცვლა წყლის გაჟონვის აღმოფხვრაში დაეხმარა და სოფელს ახლა მუდმივი წყალი აქვს. თუმცა, სოფლის ერთ-ერთ ქუჩაზე ძველი წყლის მილი მაინც უნდა შეიცვალოს.
მოსახლეობის თქმით, ყველა პრობლემა მნიშვნელოვანია, მაგრამ შეზღუდული რესურსების გამო გადაწყდა, რომ უპირატესობა მიენიჭებინათ წყლის ხაზების შეცვლას.
სვეტლანა სიმონიანი, სოფელ ვლადიმიროვკას მკვიდრი, ხაზს უსვამს, რომ თანამედროვე სამყაროში, როდესაც ყველაფერი ვითარდება, ჩვენ კვლავ ვხვდებით ძირითადი პირობების ნაკლებობას. რაც სოფელში გაკეთდა, დიდი ხნის წინ უნდა გაკეთებულიყო. ჩვენ გვაქვს ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც უნდა მოგვარდეს, რათა შეიქმნას პირობები, რომელიც აუცილებელია სოფელში მცხოვრებლების შესანარჩუნებლად. მაშინაც კი, თუ სოფელში მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს, მისთვის ყველა საჭირო პირობა უნდა შეიქმნას. თვითგანვითარებისა და დასაქმების პერსპექტივების და საშუალებების ნაკლებობა იწვევს მოსახლეობის შემცირებას.