“შენობა არის, საჭიროა გაზიფიცირება” – უჩმანის მოსახლეობა

“შენობა არის, საჭიროა გაზიფიცირება” – უჩმანის მოსახლეობა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ უჩმანში არის შენობა, სადაც მოსახლეობა იკრიბება, თუმცა შენობაში გაზის გაყვანაა საჭირო.

2021 წელს, საზღვარგარეთ მცხოვრები მოსახლეობის დახმარებით, უჩამანაში აშენდა შენობა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა თავისუფალ დროს ატარებს. ამ შენობას აქვს მაგიდები, სკამები და ინტერნეტი. მოსახლეობის თქმით, საოჯახო საქმეების დასრულების შემდეგ ისინი აქ იკრიბებიან სასაუბროდ, სიახლეების გასაზიარებლად, ნარდის და კარტის სათამაშოდ. ზამთარში, შენობაში გათბობის არარსებობის გამო, ისინი დიდხანს ვერ ჩერდებიან. მოსახლეობა ხელისუფლებას მიმართავს, რომ ამ შენობის გაზიფიცირებაში დახმარება გაუწიონ.

Radio NOR · Uchmana

ეზოში არის მემორიალური დაფა და სათამაშო მოედანი. ყველა გვარი, ვინც გადავიდა და დააფუძნა სოფელი უჩმანი მე-19 საუკუნის დასაწყისში, დაფიქსირებულია მემორიალურ დაფაზე. გარდა ამისა, უფროსი თაობის შეხვედრების სივრცის გარდა, ასევე არის ატრაქციონები, რომლებიც შექმნილია ბავშვების გასართობად.

მერიას ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი პროექტი არ აქვს.