ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლ ყაურმასა და ჯიგრაშენში სასმელი წყლის პრობლემა რამდენიმე წელია არსებობს. ზოგიერთ სოფელში, განსაკუთრებით ზაფხულში, არ არის სასმელი წყალი რამდენიმე საათის განმავლობაში ან თუნდაც დღის განმავლობაში.
წელს, აღნიშნულ სოფლებში წყლის პრობლემის მოგვარების მიზნით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა ოროჯალარიდან სოფლ ყაურმამდე და ჯიგაშენამდე წყალსადენის მშენებლობა დაგეგმა, რაზეც მუშაობა უკვე დაწყებულია.
სოფლის მოსახლეობა აღნიშნავს, რომ ამჟამად სოფელში ნაწილს აქვს წყალი, ნაწილს არა. ამასთან ერთად, ყაურმაში მცხოვრები მოსახლეობა იმედოვნებს, რომ ახალი სისტემა რომ მოიწყობა, წყალმომარაგების პრობლემა მოგვარდება.
იმის გასარკვევად, თუ რა ეტაპზეა სამუშაოები, ჩვენ მივმართეთ კომპანია “ემ-სი გრუპის” დირექტორ, ალიკა ქუხილავას.
“სამუშაოებს მომავალი წლის ბოლომდე აქვს ვადა. ახლა ზამთრის პირობებში ბეტონის სამუშაოებს ვერ ჩავატარებთ. ამჟამად მოწყობელია დაახლოებით 8 კმ. მილი, დარჩენილია კი – 3 კმ. ეს 3 კმ. მილი უნდა მოსახლეობაში გაიყვანოს და არ არის სასურველი, რომ ზამთრის პირობებში მოსახლეობას ცუდი პირობები შევუქმნათ, რადგან სოფელში საკანალიზაციო მილებიც გადის და დაზიანებები ზამთრის პირობებში არაა სასურველი. წელს მთლიანი ღირებულების 60-70% ჩატარდა, დანარჩენი კი მომავალ წელს.”
აღსანიშნავია, რომ გამოყოფილი თანხა 1,825,091 ლარია, ტენდერი კომპანია “ემ – სი გრუპმა” 1,817,791 ლარად მოიგო. პროექტი გათვლილია 2 წელზე და მოიცავს სოფელ საღამოდან სოფელ არაქალამდე და სათამდე წყალსადენის დაგებას, ასევე სოფელ ოროჯალარიდან სოფლ ყაურმასა და ჯიგაშენამდე. 2023 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 1,224,850 ლარის ოდენობის თანხა, 2024 წლის ბიუჯეტიდან – 600,241 ლარის ოდენობით, საიდანაც 80.44% ადგილობრივი ბიუჯეტიდან იქნება დაფინანსირებული, ხოლო 19.56% – სახელმწიფო ბიუჯეტიდან.