ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიაში მინი სტადიონის მშენებლობაზე საბოლოო სამუშაოები 2021 წლის აგვისტოში ჩატარდა.
სოფელ თორიას ახალგაზრდებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ მინი სტადიონის ხელოვნური ხალიჩა დაზიანდა და ღამის განათება მწყობრიდან გამოვიდა.
“მინი სტადიონის ღამის განათება წელიწადზე მეტია არ მუშაობს. მინდა ყურადღება მიაქციონ და შეაკეთონ ისე, რომ საღამოობით თამაში შევძლოთ. რაც შეეხება ხელოვნურ გაზონს, ის ბოლო დროს ძლიერი ქარის შემდეგ მთლიანად განადგურდა. მომავალ წელს ვგეგმავთ ფულის შეგროვებას და საკუთარი სახსრებით ხალიჩის შესაკეთებლად მასალის შეძენას”, – თქვა სოფლის ერთ-ერთმა ახალგაზრდამ.
სოფელ თერიის სპეციალისტმა, არტიომ პეტროსიანმა უპასუხა კითხვას, იგეგმება თუ არა სოფელ თორიას მინი-სტადიონთან დაკავშირებული სარემონტო სამუშაოების ჩატარება და რა საშუალებებით უნდა მოხდეს აღნიშნული პრობლემების მოგვარება.
“ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა სათამაშო მოედნის ხელოვნური გაზონი. ახალგაზრდებთან ერთად ჩვენ შევეცადეთ მისი დამაგრება ქვების დაგებით, მაგრამ არ უშველა. ამის შესახებ ინფორმირებული იყო როგორც წარმომადგენელი, ასევე მერი. რადგან წინ ცივი ზამთარია, მომავალ წელს ხელოვნური ხალიჩისა და განათების პრობლემა მოგვარდება. რაც შეეხება სტადიონზე დარჩენილ არსებულ პრობლემებს, ჯერჯერობით არაფერი იგეგმება.”
“ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, რა საშუალებები იქნება გამოყენებული ამ პრობლემების გადასაჭრელად. თუ კომპანიას, რომელმაც ადრე განახორციელა სამუშაოები, არ იწურება ვადა, 2024 წლის გაზაფხულისთვის, შესაძლებელია სარემონტო სამუშაოები განხორციელდეს ხელშეკრულებით. მაგრამ ვიტყვი, რომ ესეც გაუგებარია და დანამდვილებით ვერაფერს გეტყვით”, – დასძინა პეტროსიანმა.
რადიო NOR-მა ადრე დაწერა, რომ თორიის მინი-ფეხბურთის მოედნის დასრულებისთვის დაახლოებით 32 000 ლარია გამოყოფილი. კონკურსი გამოცხადდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 4 მინი-სტადიონზე, მათ შორის სოფელ თორიაზე. სამუშაოები რაზმიკ ღუმაშიანის სამშენებლო კომპანიამ განახორციელა. ტენდერი 169,200 ლარის ოდენობით გამოცხადდა, კომპანიამ კი ის 168,000 ლარად მოიგო.
აღსანიშნავია, რომ სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი 2021 წლის 24 სექტემბერს გაფორმდა, რის შემდეგაც, ხელშეკრულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დასრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა 3 წელია. (NAT210004344)
Նինոծմինդայի մունիցիպալիտետ… by Radio NOR
ჩვენ შევეცადეთ დაკავშირება რაზმიკ ღუმაშიანის კომპანიასთან, რათა უფრო ზუსტი ინფორმაცია მიგვეღო საგარანტიო ვადის შესახებ, მაგრამ დაკავშირება ვერ შევძელით.
თუ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება, მასალა განახლდება.