ბრძოლა სიცივესთან: გათბობის გამოწვევები სოფელ ვლადიმიროვკაში

ბრძოლა სიცივესთან: გათბობის გამოწვევები სოფელ ვლადიმიროვკაში

სოფელ ვლადიმიროვკას მაცხოვრებლები, ისევე როგორც იმ სოფლების მაცხოვრებლები, სადაც ზამთარში ბუნებრივი აირი არ არის, იძულებულნი არიან გაათბონ თავიანთი სახლები წივით  (ნაკელით) და შეშით.

ვლადიმიროვკის მაცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ ელექტროენერგიის ყოველთვიური გადასახადი 80-დან 100 ლარამდე მერყეობს. გარდა ამისა, გაზის ბალონები იყენებენ, ერთი 8 კგ. ბალონის ღირებულება 30 ლარია. გარდა ამისა, გაზის ბალონების შევსების მიზნით, მოსახლეობას ქალაქ ნინოწმინდაში ჩასვლა უწევს, რაც დამატებით ფინანსურ ხარჯებს იწვევს.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი ვლადიმიროვკა მდებარეობს ნინოწმინდის ცენტრიდან 34 კმ-ში, ფარავნის ტბის სამხრეთ სანაპიროზე. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ზამთარში ძლიერი ყინვების გამო, მათ უნდა უზრუნველყონ სახლების 24-საათიანი გათბობა. “შეშისა და ნაკელის გამოყენება შეუძლებელი ხდება. მოსახლეობის დაახლოებით 80% სავარაუდოდ გამოიყენებს “ბაქსის”. მაშინაც კი, თუ ბაქსის მხოლოდ 10 ადამიანი ამჯობინებს, ეს უკვე თვეში სამი ათასი ლარია. თუ არის გაზი, ხარჯები გაცილებით დაბალი იქნება, უფრო ჰიგიენური, არ დაგვჭირდება სათბობის შეტანა სახლში და შემდეგ ნაცრის ამოღება. შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში, მოსახლეობა სოფელს არ დატოვებს”, – აცხადებს ადგილობრივი მოსახლეობა.

Radio NOR · Борьба с холодом: Вызовы отопления в селе Владимировка

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 9 არა გაზიფიცირებული სოფელია. ვლადიმიროვკის მცხოვრებლები, ისევე როგორც სხვა სოფლების მოსახლეობა, გამოთქვამენ სურვილს, რომ მათი სოფელიც გაზიფიცირდეს.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი სოფელ ვლადიმიროვკას გაზიფიცირებისთვის თანხას ჯერ არ ითვალისწინებს.

ჩვენს წინა ინტერვიუში, SJGC გაზგამანაწილებელი კომპანიის დირექტორმა, ვრეჯ ბერიკიანმა განაცხადა: “ნინოწმინდის სოფლებში გაზსადენის გაყვანის ორეტაპიანი გეგმა შემუშავდა ეშტია-სათხა და სათხა-ნინოწმინდა მონაკვეთებში გაზის დეფიციტის პრობლემის მოსაგვარებლად. უახლოეს დღეებში დავასრულებთ ეშტია-სათხა მონაკვეთს და ამით მოვაგვარებთ საკითხს შემდეგ სოფლებში: განძა, საღამო და ფოკა. სამუშაოები ასევე ჩატარდა სოფელ კულალისში და დილიფში, სადაც, ჩემი აზრით, დეფიციტის პრობლემაც არ იქნება. სათხა-ნინოწმინდის მონაკვეთის დასრულებას მომავალ წელს ვგეგმავთ, რის შემდეგაც პრობლემა მთლიანად მოგვარდება. ხოლო რაც შეეხება სოფელ გორელოვკის გაზიფიცირებას, გვაქვს ნინოწმინდა – გორელოვკის ხაზთან დაკავშირებული პროგრამა. მაგრამ ზუსტად ვერ ვიტყვი, როდის განვახორციელებთ ამ სამუშაოებს.”