6 დეკემბერს, #1 სკოლის მასწავლებელმა, ელმირა ქსპოიანმა, რომელმაც ეროვნული ჯილდო მიიღო, თავის სკოლას ტელევიზორი გადასცა.
სკოლის თანამშრომლები და მოსწავლეები პირველ რიგში ულოცავენ ელმირა ქსპოიანს მიღებულ ჯილდოს და მადლიერები არიან იმ საჩუქრისთვის, რომელიც მან თავის სკოლას გადასცა.
#1 სკოლის მასწავლებელი, გაორ კარსლიანი აღნიშნავს: ” ეს დიდი სიხარულია სკოლისთვის, – სიამაყეა. ის ღირსია და ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი სკოლის მასწავლებელს ასეთი ჯილდო გადაეცა. ეს გულუხვი ჟესტი იყო არა მხოლოდ მადლიერების გამოხატვა, არამედ ღირებული რესურსი სკოლისთვის.”
ახლა ახალი ტელევიზორი გამოყენებული იქნება სხვადასხვა ღონისძიებებისა და გაკვეთილებისთვის, რაც მათ დამატებით ინტერაქტიულობასა და ეფექტურობას მისცემს.
როგორც ელმირა ქსპოიანმა აღნიშნა, კარგი მასწავლებელი მოსწავლეებისა და სკოლის წყალობით მოთხოვნადი და ღირებული ხდება. ასე რომ, მან გადაწყვიტა თავისი ჯილდოს ნაწილი გაეტარებინა სკოლისა და მოსაწავ;ეების სასარგებლოდ.
ელმირა ქსპოიანმა ასევე აღნიშნა, რომ მზად არის მოსწავლეების მოტივაცია კიდევ უფრო გაზარდოს. მომავალში, სასკოლო ღონისძიებებზე, ის გეგმავს მცირე პრიზების მიცემას მოსწავლეებისთვის, რათა ხაზი გაუსვას მათ წარმატებებს და ხელი შეუწყოს ცოდნის სურვილს.
უნდა დაემატოს, რომ მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ეროვნული ჯილდო 11-მა პედაგოგმა მიიღო. მათ შორის, ელმირა ქსპოიანი ნინოწმინდის #1 საჯარო სკოლის სომხური ენის მასწავლებელია.
2023 წლის მასწავლებელთა ეროვნული ჯილდო და ფულადი პრიზები 11 მასწავლებელს გადაეცა საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიაში შეიქმნა მასწავლებლის ეროვნული დღე, რომელიც ყოველწლიურად 27 ოქტომბერს — ქართული ენის მასწავლებლის, სამეცნიერო პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და სოციალური აქტივისტის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.
ამ თარიღთან დაკავშირებით, ყოველწლიურად, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მასწავლებლები მიიღებენ მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს – სპეციალურად შემუშავებულ სამკერდე ნიშანს და ფულად ჯილდოს 10 000 ლარის ოდენობით.