ნინოწმინდის სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის ფასები განსხვავებულია. ჩვენ დავიარეთ ნინოწმინდაში მყოფი ყველა ბენზინგასამართ სადგური, რათა გაგვეგო ფასები და შეგვედარა ნოემბრის მონაცემებს.
ამასობაში, ნინოწმინდაში ბენზინის და დიზელის ფასები 10 ნოემბერს შემდეგი იყო:
ევრო რეგულარი – 3.04 – 3.13-მდე;
პრემიური – 3.18 – 3.30-მდე;
დიზელი – 3.15 – 3,35-მდე;
ევრო დიზელი – 3.20 – 3.45-მდე.
7 დეკემბერს ფასები შემდეგნაირია:
ევრო რეგულარი – 2.84– 3.13-მდე;
პრემიური – 3.04 – 3.30-მდე;
დიზელი – 3.03– 3,35-მდე;
ევრო დიზელი – 3.13– 3.45-მდე.
საწვავის ფასების ცვლილებების შესახებ: ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში, რეგულარის ფასი 20 თეთრით გაიაფდა, პრემიუმი – 14 თეთრით. დიზელი 12 თეთრით გაიაფდა, ევრო დიზელი – 17 თეთრით. როგორც ვხედავთ, ცვლილებებმა გავლენა მოახდინა როგორც ბენზინის, ასევე დიზელის ფასებზე. ფასების შედარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ბენზინზე, ასევე დიზელის საწვავზე ფასი დაეცა.
ქალაქ ნინოწმინდის ერთ-ერთმა ტაქსის მძღოლმა აღნიშნა, რომ რაც არ უნდა იაფი იყოს ბენზინი, მგზავრობა მაინც ძვირია, რადგან ეს ფასი ბენზინისთვის მაინც მაღალია. ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში: