ნინოწმინდის სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის ფასები განსხვავებულია. ჩვენ დავიარეთ ნინოწმინდაში მყოფი ყველა ბენზინგასამართ სადგური, რათა გაგვეგო ფასები და შეგვედარა ოქტომბრის მონაცემებს.
ამასობაში, ნინოწმინდაში ბენზინის და დიზელის ფასები განლაგდა შემგედ ჭრილში:
ნოემბერი: ოქტომბერი:
ევრო რეგულარი – 3.04-დან – 3.13-მდე; ევრო რეგულარი – 3.05-დან – 3,15-მდე;
პრემიური – 3.18-დან – 3.30-მდე; პრემიუმი – 3.25-დან – 3.36-მდე;
დიზელი – 3.15-დან – 3,35-მდე; დიზელი – 3.15-დან – 3.20-მდე;
ევრო დიზელი – 3.20-დან – 3.45-მდე. ევრო დიზელი – 3.30-დან – 3.34-მდე.
ოქტომბრის თვესთან შედარებით, ნოემბერში რეგულარი 1-2 თეთრითაა გაიაფებული, პრემიუმი – 6-7 თეთრით, ხოლო დიზელი 15 თეთრითაა გაძვირეული, ევრო დიზელი – 10-11 თეთრით.
მოსახლეობა აღნიშნავს, რომ საწვავის ფასების ზრდასთან ერთად, ძვირდება გასაყიდი პროდუქციაც, თუმცა სოფლის მეურნეობით დაკავებული ადამიანები საპირისპიროს ამბობენ. სოფელ ფარავნის ერთ-ერთი მცხოვრების თქმით: “სოფლის მეურნეობა დღეს ჯავახეთში ყველაზე არამომგებიანი და დაბალშემოსავლიანი დარგია. საწვავის ფასები იმდენად მაღალია, რომ გაყიდული საქონლის ფასი ძლივს ფარავს მას.”
წაიკითხეთ ასევე: