ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკას სარიტუალო სახლის საპირფარეშოს სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია.
სამუშაოებს ინდივიდუალური მეწარმე სერჟ პალოიანის კომპანია ახორციელებს, რომელმაც 12 000 ლარის ღირებულების გამოცხადებული ტენდერი 9 960 ლარად მოიგო. (NAT230021459)
ხელშეკრულება 28 ნოემბერს გაფორმდა. სამუშაოების დასრულების პერიოდი 6 კვირაა.
ამის შესახებ სოფელი ფოკას თემის საკრებულოს დეპუტატმა, გიორგი ჩაპანიანმა რადიო NOR-თან ინტერვიუში ისაუბრა: “საპირფარეშოს მოწყობაზე მუშაობა რამდენიმე დღეა დაწყებულია, უნდა დამონტაჟდეს ფილები, კარები, განათება და ა.შ. ამ დროისთვის კედლები გასწორებულია და მილების გაყვანის სამუშაოები ჩატარდა.”
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს აუდიოჩანაწერი:
ჩვენ ვეცადეთ სხვა ფოტოების გადაღებაც, თუმცა ვერ შევძელით, რადგან შენბა დაკეტილი იყო.