ფოკაში სარიტუალო სახლის საპირფარეშოს მშენებლობა დაიწყო

ფოკაში სარიტუალო სახლის საპირფარეშოს მშენებლობა დაიწყო

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკას სარიტუალო სახლის საპირფარეშოს სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია.

სამუშაოებს ინდივიდუალური მეწარმე სერჟ პალოიანის კომპანია ახორციელებს, რომელმაც 12 000 ლარის ღირებულების გამოცხადებული ტენდერი 9 960 ლარად მოიგო. (NAT230021459)

ხელშეკრულება 28 ნოემბერს გაფორმდა. სამუშაოების დასრულების პერიოდი 6 კვირაა.

ამის შესახებ სოფელი ფოკას თემის საკრებულოს დეპუტატმა, გიორგი ჩაპანიანმა რადიო  NOR-თან ინტერვიუში ისაუბრა: “საპირფარეშოს მოწყობაზე მუშაობა რამდენიმე დღეა დაწყებულია, უნდა დამონტაჟდეს ფილები, კარები, განათება და ა.შ. ამ დროისთვის კედლები გასწორებულია და მილების გაყვანის სამუშაოები ჩატარდა.”

დამატებითი ინფორმაცია ჩვენს აუდიოჩანაწერი:

Radio NOR · Փոկայի արարողությունների տան սանհանգույցի կառուցումը մեկնարկել է

ჩვენ ვეცადეთ სხვა ფოტოების გადაღებაც, თუმცა ვერ შევძელით, რადგან შენბა დაკეტილი იყო.