სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, განძაში კეთილმოიწყო სათამაშო მოედნის ტერიტორია, დაიგო ბილიკები ძეგლებთან მიმავალ გზაზე და კულტურის სახლის ტერიტორია შემოიღობა.
რადიო NOR-ი სოფელ განძას ეწვია იმის გასარკვევად, თუ რა სამუშაოებია ჩატარებული სოფლის მხარდაჭერის პროგრამით. ჩვენ ვესაუბრეთ განძის სოლფის თემის დეპუტატს საკრებულოში, არმაკ ჰახვერდიანს:
შეგახსენებთ, რომ რადიო NOR-ს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურში განუცხადეს, რომ ინდივიდუალურ მეწარმე ვარდ ჯანამიანის კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება სოფელ განძას სოფლის პროექტზე მუშაობის განსახორციელებლად. კომპანია ვალდებულია 7 სექტემბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის ვადაში დაასრულოს სამუშაოები. სამუშაოებისთვის დაახლოებით 20 000 ლარი იყო გამოყოფილი.