გადაადგილების სირთულე: ორ კილომეტრიანი გზის გასავლელად ნახევარ საათზე მეტი სჭირდება

გადაადგილების სირთულე: ორ კილომეტრიანი გზის გასავლელად ნახევარ საათზე მეტი სჭირდება

სოფლ ფოკიდან სოფელი ვლადიმიროვკისკენ მიმავალი გზა განადგურებულია.

სოფელ ფოკას ახალგაზრდული ცენტრის დირექტორის, ლალი ფნჯოიანის მიერ ჩატარებული ადვოკატირების პროგრამის ფარგლებში, კვლევების დროს გაირკვა, რომ სოფელ ვლადიმიროვკას მაცხოვრებლებისთვის მთავარი პრობლემა სოფლისკენ მიმავალი გზის სავალალო მდგომარეობაა.

მოსახლეობის ინფორმაციით, სოფელში 110 ადამიანი ცხოვრობს და თუ შესაბამისი პირობები არ შეიქმნება, ისინი იძულებული იქნებიან სხვა ადგილას გადავიდნენ საცხოვრებლად. “მთავარი პირობა და მოთხოვნაა პირველ რიგში გზის შეკეთება. გზის ცუდი მდგომარეობის გამო, მევაჭრეები ჩვენთან არ მოდიან.”

ვლადიმიროვკიდან სოფელ ფოკას მოსფალტებულ გზამდე მისასვლელად 2 კილომეტრიანი არაასფალტირებული გზის გავლაა საჭირო. ამ მონაკვეთის გადალახვას საათნახევარზე მეტი სჭირდება. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი ვლადიმიროვკა მდებარეობს ნინოწმინდის ცენტრიდან 34 კმ-ში, ფარავნის ტბის სამხრეთ სანაპიროზე.

ვრცლად ჩვენს ვიდეომასალაში:

2024 წელს ფოკიდან ვლადიმიროვკამდე გზის მოასფალტებისტვის  1 254 000 ლარია გათვალისწინებული.