ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები რადიო NOR-ის სტუდიას დაუკავშირდნენ და სოფელ ოროჯალარის მიმართულებით რკინიგზის გადასასვლელთან არსებული პრობლემის შესახებ ფოტო და ვიდეო მასალა მიაწოდეს.
სოფელ ოროჯალარის მიმართულებით გზის გავლასა და უკან დაბრუნებას რკინიგზის გადაკვეთისას სირთულეები ექმნებათ.
მოძრაობას ხელს უშლის სარკინიგზო ხაზზე დამონტაჟებული მოუხერხებელი ძელები. ზოგჯერ მანქანები ამ ძელებსაც კი ეჯახებიან. მოსახლეობა აღნიშნავს, რომ ამ მონაკვეთის გავლა რთულია.
ადგილობრივი მოსახლეობა და მძღოლები იმედოვნებენ, რომ მათი მიმართვა მიიპყრობს შესაბამისი ორგანოების ყურადღებას და დააჩქარებს სარკინიგზო გადასასვლელის მდგომარეობის გაუმჯობესების პროცესს ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილის უსაფრთხოებისა და მოხერხებულობის ინტერესებიდან გამომდინარე.
ინფორმაციის მისაღებად, ახალქალაქში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სადგურს დავუკავშირდით, ოფიციალურ გვერდზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე, საჯარო ინფორმაციის მისაღებად. (mkr.ge). ჩვენი კითხვების მოსმენის შემდეგ, ჩვენ გადაგვამისამართეს კანცელარიაში, სადაც ჩვენს ზარზე არ გვიპასუხეს. როგორც კი პასუხს მივიღებთ, დამატებით დეტალებს მოგაწვდით.