საცეკვაო სტუდია “ჰაიკის” საანგარიშო კონცერტი/ფოტო (R)

საცეკვაო სტუდია “ჰაიკის” საანგარიშო კონცერტი/ფოტო (R)

საცეკვაო სტუდია “ჰაიკი” აუდიტორიას მისი ყოველწლიური მუშაობის ანგარიში წარუდგინა.

უკვე სამი წელია, ნინოწმინდაში კერძო საცეკვაო სტუდია “ჰაიკი” გაიხსნა, რომელიც ბავშვებს სომხურ, ქართულ, თანამედროვე, რუსულ და უკრაინულ ხალხურ ცეკვებს ასწავლის.

ამ სტუდიაში ცეკვით დაკავებულია 5-დან 16 წლამდე ასაკის 100-ზე მეტი ბავშვი, რომლებიც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებს წარმოადგენენ. სტუდიის დამფუძნებელია ზეპიურ კარსლიანი და მისი ქალიშვილები – აღუნიკი და გაიანე კარსლიანი. ანსამბლს ზეპიურ კარსლიანის მამის პატივსაცემად “ჰაიკი” დაარქვეს.

სამი წლის განმავლობაში ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო მრავალ ფესტივალში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ზეპიურ კარსლიანმა მადლობა გადაუხადა მოსწავლეების მშობლებს მხარდაჭერისთვის.

კონცერტი ნინოწმინდის კულტურის ცენტრში გაიმართა, სადაც დარბაზი მაყურებლებით იყო სავსე.