რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, უკრაინას მომავალი არ აქვს, ხოლო რუსეთს აქვს. ამის შესახებ პუტინმა ჯარისკაცებთან არაფორმალური შეხვედრისას განაცხადა.
„ჩვენი მრეწველობა ვითარდება, ძალას იკრეფს, მათ იციან, რომ არ ყველაფერი არ ჰყოფნით, მათი მარაგი იწურება. არ აქვთ საკუთარი ბაზა და როდესაც არ გაქვს საკუთარი ბაზა, იდეოლოგიაც არაა საკუთარი, არც ინდუსტრია, არც ფული. არაფერი არ აქვთ საკუთარი, შესაბამისად არ აქვთ მომავალი, მაგრამ ჩვენ გვაქვს“, – აცხადებს პუტინი.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი ჯარისკაცებს უკრაინაში რუსული არმიის მოქმედებაზე და რუსული სამხედრო მრეწველობის მდგომარეობაზეც ესაუბრა.