12 დეკემბერს, ქალაქ ნინოწმინდის შესასვლელთან სომხეთის მხრიდან, განხორციელდა სამონტაჟო სამუშაოები ახალი ტრაფარეტის დასამონტაჟებლად.
“ტრაფარეტები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში მონტაჟდება და ეს არის სამთავრობო პროექტი. ჩვენი კომპანია “დაგი” ასრულებს მუშაობას ტრაფარეტის მონტაჟზე, ხოლო ნინოწმინდის გერბსა და წარწერას სხვა კომპანია დაატანს ტრაფატეტზე”, – აცხადებენ თანამშრომლები რადიო NOR-თან საუბარში.