ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური გზა განადგურებულია. გზაზე ათობით ღრმა ორმოა, რაც ტრანსპორტის გადაადგილებას უშლის და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევბის რისკის მომცვლელია.
ქალაქ ნინოწმინდაში ქუჩების მოასფალტება ყოველწლიურად იზრდება, თუმცა ამავე დროს ქალაქის ცენტრალური ქუჩა უპატრონოდაა დარჩენილი და სავსეა ორმოებით და განადგურებული მონაკვეთებით. აღსანიშნავია, რომ ნინოწმინდის მთავარი მოძრაობა თავისუფლების ქუჩაზეა, სადაც დღეში ათასობბით მანქანა მოძრაობს და ბევრი რაოდენობის სატვირთო ტრაილერი მიდის სომხეთის მიმართულებით და პირიქით, – სომხეთიდან საქართველოში.
აღსანიშნავია, რომ ძირითადი დაზიანება ნინოწმინდა-სათხა გზაჯვარედინზეა, ხოლო ცალკეული ორმები გზის მთლიან სიგრძეზეა.
მეტი ვიზუალური წარმოდგენისთვის, იხილეთ ვიდეორგოლი:
გარდა ამისა, ნინომწინდაში მცხოვრები ადამიანები, ვისავ ჰყავთ მანქანა, საუბრობენ ძალიან დიდ ზიანზე და ასევე სახიფათო მოძრაობაზე ქალაქში:
აღვნიშნავთ, რომ რადიო NOR-ს ბევრჯერ მიუმართავს საგზაო დეპარტამენტს (წერილობითაც და ზარითაც) ამ პრობლემის მოგვარებისთვის დაგეგმილი სამუშაობის გასარკვევად, თუმცა პასუხი დღემდე არ მიგვიღია. დღეს რიგითი წერილით მივმართავთ დეპარტამენტს პასუხის გასაგებად. დავამატებთ, რომ ნინოწმინდა-ორლოვკის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წელს ჩატარდა.
წაიკითხეთ ასევე:
- დანგრეული ტროტუარები, სანიაღვრე არხი და ორმოები ქვეითებს საფრთხეს უქმნიან
- ორმოები გზებზე: პრობლემა, რომელიც სამუდამოდ აქტუალურია / ვიდეო