წყალმომარაგების სამსახურის თანამშრომლებმა ნინოწმინდაში წყალსადენის გაწყვეტა აღმოფხვრეს

წყალმომარაგების სამსახურის თანამშრომლებმა ნინოწმინდაში წყალსადენის გაწყვეტა აღმოფხვრეს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქ ნინოწმინდაში, პუშკინის ქუჩაზე გაწყვეტილი მილის პრობლემა აღაფხვრეს.

პუშკინის ქუჩაზე მილი ორ ადგილას იყო გაწყვეტილი. ჩატარებული სამუშაოების შედეგად აღმოჩნდა, რომ ერთ ადგილას მილი თუჯის იყო, ხოლო მეორეში – რკინის, და წყალი ჟონავდა მილების შეერთების ადგილას.

წყალმომარაგების სამსახურის სპეციალისტების აზრით, ხშირი გაწყვეტის მიზეზი გაცვეტილი მილებია.

წყალმომარაგების სამსახურის თანამშრომლებმა კომენტარი გააკეთეს, რომ პრობლემის მოგვარება მხოლოდ დროებით შეუძლიათ. მომავალ წელს, ქალაქ ნინოწმინდაში ძველი წყლის ხაზების ახლით ჩანაცვლება იგეგმება, რაც წყლის ხაზის გარღვევის პრობლემას მოაგვარებს.

Radio NOR · Прорыв водопровода устранен