ნინოწმინდის მუნიციპალიტეტშ სამ ადგილას ტრენაჟორები დამონტაჟდება

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტშ სამ ადგილას ტრენაჟორები დამონტაჟდება

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიაში, გორელოვკაში, ასევე ქალაქ ნინოწმინდაში მრავალფუნქციური ტრენაჟორების დამონტაჟება იგეგმება.

ტრენაჟორების შეძენა-მონტაჟისთვის 2023 წლის მუნიციპალური ბიუჯეტიდან 105 000 ლარი გამოიყო. ტენდერი კომპანია “შპს საქსეს გრუფმა”  99,500 ლარად მოიგო.

ხელშეკრულება ძალაშია 384 დღის განმავლობაში. სამუშაოს დასრულების დრო 8 კვირაა და კომპანიამ მუშაობა უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 დღის განმავლობაში.

ქალაქ ნინოწმინდისთვის გამოყოფილია 35 000 ლარი, სოფელ გორელოვკასთვის – 35 000 ლარი, ხოლო სოფელ ეშტიისთვის – 35 000 ლარი.

პროექტი (1) by Radio NOR

რადგან ზამთარია და ცივი ამინდები დაიწყო, გადავწყვიტეთ გაგვერკვია, ჩატარდება თუ არა სამუშაოები წელს. როგორც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში გვითხრეს, ამინდის პირობების გამო, სამუშაოები შეჩერებულია და 2024 წელს გაგრძელდება.