სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პირველი ტური დასრულდა

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პირველი ტური დასრულდა

14 დეკემბერს, ნინოწმინდის სპორტულ სკოლაში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის “მხიარული სტარტების” პირველი ტური გაიმართა.

ოლიმპიადის ინიციატორი საქართველოს განათლების სამინისტროა, ჩემპიონატის ორგანიზატორი მერიის სპორტისა და კულტურის სამსახურია. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა სპორტის სხვადასხვა სახეობაში საქართველოს მოსწავლეებს შორის ტარდება.

სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის 10 გუნდი მონაწილეობდა: ეშიას #1 და #2 საჯარო სკოლა, დ.ხანჩალი, ფ. გონდრიო, ოროჯალარი, სათხა, გორელოვკის #1, #2 და ნინოწმინდის #3 საჯარო სკოლა.

მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსის, გრიგორ ტოპუზიანის თქმით, ეს შეჯიბრი ყოველწლიურად ტარდება და მასში ჩვენი რაიონის სკოლების უმეტესობა მონაწილეობს. მაგრამ არსებობს სკოლები, რომლებიც ძალიან პასიურია და არ მონაწილეობენ სპორტულ შეჯიბრებებში.

აღსანიშნავია, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებს სპორტის ექვს სახეობაში: მინი-ფეხბურთი, სირბილი, ფრენბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, კალათბურთი და “მხიარული სტარტები”. ბიჭები და გოგონები მონაწილეობენ ნებისმიერ სპორტის სახეობაში.

დავამატოთ, რომ სასკოლო ოლიმპიადის ბოლო ტიპის შეჯიბრია “მხიარული სტარტები”, რომელიც 14 დეკემბერს გაიმართა. პირველი ტურის გამარჯვებულები რეგიონალურ ჩემპიონატში იასპარეზებენ, შემდეგ კი რესპუბლიკურ ტურში.

ამის შესახებ მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსმა, გრიგორ ტოპუზიანმა, უფრო დეტალურად ისაუბრა: